logo_geo
iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის მომხმარებლები ახალი სმარტფონებით უკმაყოფილოები არიან!
- +

31 ოქტომბერი. 2017. 00:30


iPhone 8 და iPhone 8 Plus-ის მომხმარებლები ახალი სმარტფონებით უკმაყოფილოები არიან და ინტენსიურად ყიდიან ონლაინ აუქციონებზე. ამის შესახებ ინფორმაციას PhoneArena Decluttr.com-ზე დაყრდნობით ავრცელებს.


Decluttr.com-ის მარკეტინგის მენეჯერის ჯეიმს ბელის თქმით, ვებგვერდზე ამდენი ახალი აიფონი გასაყიდად არასდროს ყოფილა გამოტანილი. მისი თქმით, ბოლო თვეში ონლაინ აუქციონზე აიფონის ათასობით მოდელი გაიყიდა, რომელთაგან დაახლოებით 7% ახალი iPhone 8 და iPhone 8 Plus-ია.


IHS Markit-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში, ყველაზე მეტი iPhone 7 გაიყიდა. iPhone 7-ის შემდეგ, პოპულარობით iPhone7 Plus-ი სარგებლობს. ტოპ-სამეულს კი Samsung Galaxy Grand Prime Plus-ი ასრულებს.


პირველი iPhone 8 საქართველოში 5555 ლარად ირანის მოქალაქემ შეიძინა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი