logo_geo
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პეტიციას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი
- +

1 ნოემბერი. 2017. 02:54



Hill-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პეტიციას, რომელიც ამერკელი მილიარდერის ტომ სტაიერის ვებგვერდზეა განთავსებული, 10 დღის განმავლობაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.


დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კამპანია 20 ოქტომბერს დაიწყო. მან Youtube- საკუთარ არხზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი კანონების დარღვევასა და აგრესიულ საგარეო პოლიტიკაში დაადანაშაულა.


ამასთან, სტაიერმა ამერიკული ქალაქების გუბერნაორებსა და მერებს წერილი მისწერა და ტრამპის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


15 ოქტომბერს ჟუნალ Hustler-ის დამფუძნებელმა ლარი ფლინტმა გაზეთ The Washington Post-ში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ინფორმაციისთვის ჯილდოს სახით 10 მილიონ დოლარს გადაიხდის.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი