logo_geo
დონალდ ტრამპი „მწვანე ბარათის“ გათამაშების შეწყვეტას მოითხოვს
- +

2 ნოემბერი. 2017. 14:34



ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ე.წ მწვანე ბარათის გათამაშება უნდა შეწყდეს. აღნიშნულის შესახებ ტრამპი „ტვიტერზე" წერს.


პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად 50 ათასი „მწვანე ბარათი" თამაშდება სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. როგორც ამერიკული მედია წერს, სწორედ აღნიშნული ბარათი მოიგო ნიუ-იორკის ტერაქტში ეჭვმიტანილმა, უზბეკეთის მოქალაქემ, 29 წლის საიფულო საიპოვმა და 2010 წელს აშშ-ში ჩავიდა.


„ჩვენს ქვეყანაში ტერორისტები ე.წ. DVLP- ის წყალობით მოდიან. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ იმიგრაციის უფლება ნამდვილ დამსახურებას ეფუძნებოდეს და აღარ იყოს ლატარიები დემოკრატიიდან. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო რთული (და ჭკვიანი)", - წერს ტრამპი „ტვიტერზე".


„ჩვენ შევწყვეტთ ამ სიგიჟეს!" - დასძენს ტრამპი.


სამშაბათს, 31 ოქტომბერს, მანჰეტენზე პიკაპის მძღოლი ველობილიკზე შევარდა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ამის შემდეგ ის მანქანიდან გადმოვიდა და პნევმატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა დააკავეს. ინციდენტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.


ეჭვმიტანილი 29 წლის საიფულო საიპოვია. იგი უზბეკეთში დაიბადა და 2010 წელს შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ნიუ-იორკის მერმა, ბილ დე ბლაზიომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი