logo_geo
ეგვიპტის პირამიდაში საიდუმლო ადგილი აღმოაჩინეს
- +

3 ნოემბერი. 2017. 00:44



ხეოფსის პირამიდის შიგნით უცნობი დანიშნულების სიცარიელე აღმოაჩინეს. იაპონელი, ფრანგი და ეგვიპტელი მეცნიერების კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.


სპეციალისტების თქმით, სიცარიელე პირამიდის ცენტრში მდებარეობს. მისი აღმოჩენა მიუონური რადიოგრაფიის მეთოდით მოხდა, რომელიც რენტგენული გამოსხივების პრინციპით მუშაობს.


პროექტ ScanPyramids-ში ჩართულ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დამალული სივრცე 2015 წლის კვლევებისას აღმოაჩინა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი