logo_geo
სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდა
- +

6 ნოემბერი. 2017. 02:25

 

საუდის არაბეთში, ერ-რიადში სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს.


ოპერაცია 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ტელევიზია იუწყება, სიამის ტყუპების განცალკევების ეს უკვე 44-ე ოპერაციაა საუდის არაბეთში.


13 თვის ტყუპები ჯოდი და ჯანა ერთმანეთზე გულ-მკერდით იყვნენ შეერთებულნი, უჭირდათ სუნთქვა, ჰქონდათ ინფექციები და გულის თანდაყოლილი დაავადებები.


ტყუპები ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი