logo_geo
NASA მარსზე 2.4 მილიონი ადამიანის სახელს გააგზავნის
- +

7 ნოემბერი. 2017. 12:35



NASA-მ მარსზე 2.4 მილიონი ადამიანის სახელი გააგზავნა. ამის შესახებ „newatlas" წერს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ NASA-მ გასულ თვეში გამოაცხადა.


მსურველებს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საკუთარი გვარ-სახელის მარსზე გაგზავნის შესაძლებლობა სპეციალური ონლაინფორმის შევსებით გზით ჰქონდათ.


NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის ინჟინრები სახელებს 8 კვადრატულმილიმეტრიან მიკროჩიპზე დაიტანენ. ჩიპი თანამგზავრის ჯავშანზე, NASA-ს მარსმავალ InSight-ზე, მიმაგრდება და მარსზე სამუდამოდ დარჩება.


ხომალდს წითელ პლანეტაზე 2018 წლის მაისში გაუშვებენ და იმავე წლის ნოემბერში დაჯდება.


2015 წელს დაახლოებით 827 000-მა ადამიანმა გააგზავნა კოსმოსში თავისი სახელი, 2017 წელს კი მსოფლიოს მოსახლეობას ამის შანსი 1 ნოემბრამდე ჰქონდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი