logo_geo
იტალიის ცირკებში ცხოველების გამოყენება აიკრძალება
- +

14 ნოემბერი. 2017. 12:01



იტალიის ცირკებში ცხოველების გამოყენება აიკრძალება. გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა მიიღო. საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში უახლოესი ერთი წლის განმავლობაში შევა.


ამ მოთხოვნით იტალიის ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები გამოდიოდნენ.


იტალიაში ჯამში 100-მდე ცირკია და საშუალოდ 2 000 ცხოველი იძულებულია, შოუში მიიღოს მონაწილეობა.


იტალიის მსგავსად, უელსი და შოტლანდია ცირკებში ცხოველების აკრძალვას გეგმავენ.








 

big_banner
არქივი