logo_geo
სერგეი ლავროვი: მტკიცებულება არ გვაქვს, რომ „ისლამურ სახელმწიფოსა“ და საერთაშორისო კოალიციას შორის რაიმე გარიგებაა
- +

16 ნოემბერი. 2017. 16:18



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს არ აქვს მტკიცებულება, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ უძღვება, „ისლამურ სახელმწიფოს" რაქადან ტერორისტების უვნებლად გამოსვლაში ეხმარებოდა.


მისივე თქმით, „ისლამურ სახელმწიფოსთან" საერთაშორისო კოალიციის გარიგებაზე საუბარი არ შეუძლია.


„ჩვენ ფაქტებით ვხელმძღვანელობთ. მტკიცებულება არ გვაქვს, რომ რამე გარიგებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ მივიღეთ ის, რომ „ბოევიკებმა" რაქა უვნებლად დატოვეს. გარიგებას ჰქონდა თუ არა ადგილი, ეს საკითხი შესწავლილი უნდა იყოს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.








 

big_banner
არქივი