logo_geo
„მსოფლიოდან არავინ გვეხმარება… ალეპო მიწის პირიდან წაშლის საშიშროების წინაშეა...“ – ბოლო მესიჯები სირიიდან
- +

14 დეკემბერი. 2016. 13:40



გუშინ, გვიან ღამით, სირიის ქალაქ ალეპოზე მასშტაბური დაბომბვა განხორციელდა.


სირიის სამთავრობო არმია, რუსული ავიაციის დახმარებით, ალეპოზე კონტროლის დასამყარებლად ქალაქს ბომბავდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ ქალაქის დატოვება ვერ შეძლო.


გავრცელებული ცნობით, დაბომბვას 83 მშვიდობიანი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.


მთელი ღამის განმავლობაში სირიის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში დახმარებას ითხოვდა.


აღმოსავლეთ ალეპოს ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სირიის სამთავრობო ძალები რუსეთის ავიაციის დახმარებით ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილზე ინტენსიურ შეტევას ახორციელებენ, რომლის შედეგადაც ამბოხებულები ქალაქიდან თითქმის განდევნეს. ამჟამად ალეპოს 98%-ს ასადის ძალები აკონტროლებენ.


„ღმერთო, გამოგვაღვიძე ღამის კოშმარისგან. ალეპო მიწის პირიდან წაშლის საშიშროების წინაშეა და 50 000 ადამიანზე მეტი სიკვდილის საშიშროების წინაშეა. მეტწილად, ქალები და ბავშვები", - წერს ალეპოს მკვიდრი ზოუჰირი.

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი