logo_geo
დონალდ ტრამპის ნახატი აუქციონზე 6 875 ათას დოლარად გაიყიდა
- +

18 ნოემბერი. 2017. 10:57



აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნახატი ლოს-ანჯელესის აუქციონზე 6 875 ათას დოლარად გაიყიდა.


პრეზიდენტმა ქაღალდის ფურცელზე მანჰეტენის რამდენიმე ცათამბჯენი აღბეჭდა.


როგორც „The Guardian" წერს, ამ ნამუშევარს ხელოვნების მოყვარულებში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, მიუხედავად იმისა, რომ მას პრეზიდენტის ხელმოწერა და მისი ფოტო მოჰყვებოდა. ნახატის საწყისი ფასი 5 ათასი დოლარი იყო.


„The Guardian" წერს, რომ ტრამპის ნახატები ძალიან დაბალ ფასად იყიდება, სხვა პოლიტიკოსების ნამუშევრებისგან განსხვავებით. ასე მაგალითად, 2012 წელს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ნახატი 250 ათას დოლარად გაიყიდა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ნამუშევარი კი - 1,1 მილიონ დოლარად.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი