logo_geo
პუტინის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? - რა ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის საგანგებო სამსახურს?
- +

18 ნოემბერი. 2017. 13:06



უცნობმა პირმა საგანგებო სამსახურს რუსეთის პრეზიდენტის საავტომობილო კორტეჟის გზის დანაღმვის შესახებ შეატყობინა.


სატელეფონო შეტყობინების ავტორი ამტკიცებდა, რომ სანკტ-პეტერბურგში პუტინის კორტეჟის გადაადგილების მარშრუტზე 50 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ინფორმაცია არ დადასტურდა.


როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, მუქარის შესახებ პუტინი ინფორმირებული იყო, ხოლო მისი დაცვის სამსახურმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.


„სატელეფონო შეტყობინების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა ყველა შესაბამის ზომას მიმართა. მომხდარს პუტინის გრაფიკში ცვლილებები არ გამოუწვევია", - აცხადებს პესკოვი.


მისივე თქმით, დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ. გამოძიება ეჭვობს, რომ საგანგებო სამსახურებში სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან შევიდა.






 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი