ჩეხი ჩოგბურთელი იანა ნოვოტნა 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი სიმსივნე იყო, რომელსაც სპორტსმენი რამდენიმე წელი ებრძოდა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
მთელი კარიერის განმავლობაში ნოვოტნამ 24 ტურნირში მოიპოვა გამარჯვება, მათ შორისაა - უიმბლდონი-1998. წყვილების ვერსიაში, მის ანგარიშზე 76 მოგებაა.