გამოცემამ NME 21-ე საუკუნის მუსიკალური ალბომების საუკეთესო გარეკანების რეიტინგი შეადგინა.
სიის ლიდერი ბრიტანული ჯგუფ Foals-ის ალბომის Holy Fire გარეკანი გახდა. მისი დიზაინერი ლეიფ პოდჰაისკია, რომელმაც ის ნამდვილი ფოტოს მიხედვით შექმნა.
მეორე ადგილი ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის კენდრიკ ლამარის ალბომი To Pimp a Butterfly გავიდა. მისი გარეკანის ავტორი ვლად სეპეტოვია.
მესამე ადგილი კი ბრიტანელი რეპერის The Streets-ის ალბომის Original Pirate Material გარეკანმა დაიკავა.
ათეულში ასევე მოხვდნენ კანიე უესტის, დევიდ ბოუვის და ჯგუფ Radiohead-ის ალბომის გარეკანები. რეიტინგი სულ 22 პოზიციისგან შედგება.