logo_geo
დონალდ ტრამპი: დღეიდან აშშ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებს
- +

21 ნოემბერი. 2017. 11:42



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში ჩრდილოეთ კორეის შეყვანის თაობაზე.


„დღეიდან აშშ ჩრდილოეთ კორეას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აცხადებს. ეს დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო.

გარდა ამისა, აშშ ფხენიანს სანქციებს ცალმხრივად გაუმკაცრებს. ფინანსთა დეპარტამენტი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში დამატებითი სანქციების დაწესებაზე განცხადებას გააკეთებს.

ჩრდილოეთ კორეა არა მხოლოდ ემუქრება მსოფლიოს ბირთული განადგურებით, არამედ არაერთხელ დაუჭირა მხარი საერთაშორისო ტერორიზმს, მათ შორის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, შეწყვიტოს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერა.






 

big_banner
არქივი