logo_geo
გერმანიაში 6 სირიელი დააკავეს, რომლებიც ესენში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ
- +

21 ნოემბერი. 2017. 17:17



გერმანიაში სირიის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ქალაქ ესენში საშობაო ბაზრობაზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.


მაინის ფრანკფურტის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ოთხ ფედერალურ მიწაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სირიის 6 მოქალაქე დააკავეს. მათ „ისლამური სახელმწიფოს" წევრობა და გერმანიის ტერიტორიაზე ტერაქტის მომზადება ედებათ ბრალად.


წინასწარი ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ტერაქტის დაგეგმვა ვერ შეძლეს. ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ ტერაქტის მოწყობა სწორედ ესენში, საშობაო ბაზრობაზე იგეგმებოდა, ჯერ არ გამოქვეყნებულა.


ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ ჩხრეკაში 500-მდე პოლიციელი მონაწილეობდა.










 

big_banner
არქივი