ჰაკერებმა თითქმის 31 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჰონგ-კონგში დაფუძნებული ციფრული კომპანია Tether-ი აცხადებს, რომ მისი სისტემა ჰაკერებმა გატეხეს და 30,950,010 დოლარის კრიპტოვალუტა (ტოკენები) მოიპარეს.
ბევრი სხვა ციფრული ვალუტისგან განსხვავებით, რომელთაც მერყეობა ახასიათებთ, Tether-ის კრიპტოვალუტა დოლარით არის გამყარებული. ეს კი ბიზნესმენებში სანდოობის ხარისხს ზრდის.