logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: დასავლეთს ისლამური სამყაროს გახლეჩა სურს
- +

22 ნოემბერი. 2017. 15:12



თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, დასავლეთს ისლამური სამყაროს გახლეჩა სურს.


„ისლამური სამყაროს და მუსლიმების გახლეჩის, მათი ფასეულობების და მომავლის განადგურების სცენარის განხორციელება მიმდინარეობს. დასავლეთმა ისლამურ ქვეყნებში ყველა დამნაშავის და ბოროტმოქმედის „ექსპორტირება" მოახდინა.

„ისლამური სახელმწიფოს", „ალ-ქაიდას", „ქურთების მუშათა პარტიის" და ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის მებრძოლთა ქმედებების შედეგად რეგიონი სისხლის ზღვაში იხრჩობა. დასავლეთმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა. ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები და დემოკრატია ისლამოფობიამ, ნეონაციზმმა და რასიზმმა ჩაანაცვლეს", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.


 

big_banner
არქივი