ეგვიპტეში მეჩეთში აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. თუმცა, ცნობილია, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „Reuters" წერს.
თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც. ტელეარხი „Sky News Arabia"-ს ცნობით, სულ მცირე 50 ადამიანია დაღუპული. თავდასხმა ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში, ქალაქ ელ-არიშის დასავლეთით მდებარე მეჩეთზე მოხდა.