logo_geo
ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად ეიფელის კოშკი ჩაქრება
- +

25 ნოემბერი. 2017. 10:47



პარიზის მთავარი ღირსშესანიშნაობა, ეიფელის კოშკი, ეგვიპტეში ტერაქტის დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად შაბათს ღამით  ჩაქრება. ამის შესახებ პარიზის მერმა ანნ იდალგომ განაცხადა.

 

„ტერორიზმმა ისევ დაარტყა ეგვიპტეს. თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებს. საღამოს, ეიფელის კოშკი ჩაქრება, რათა პატივი ვცეთ საზარელი თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას", - განაცხადა იდალგომ.


ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ალ სისიმ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 235 ადამიანი, 130-მდე კი დაშავდა. თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, 15 ტერორისტი ლიკვიდირებულია.



 

big_banner
არქივი