logo_geo
ადამიანის ტვინში ხასიათის მარეგულირებელი იმპლანტი გადანერგეს
- +

25 ნოემბერი. 2017. 22:46



კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგებმა, მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ექიმებთან ერთად, ადამიანის ტვინში პირველად გადანერგეს ნეიროიმპლანტი, რომელიც მაგნიტურ ტალღებს გენერირებს და შესაბამის ქცევასა და გრძნობას არეგულირებს. კვლევას ვრცლად ჟურნალ Nature აქვეყნებს.


ეს უკუკავშირის მქონე პირველი ნეიროიმპლანტია, რომელიც ცოცხალი ადამიანის ტვინში გადანერგეს.


მოწყობილობა ტვინის ელექტრომაგნიტურ ველს იწერს, გამოყოფს სხვადასხვა ფიზიკური მდგომარეობის დამახასიათებელ ნიმუშებს და ქმნის საკუთარ ელექტრომაგნიტურ რხევებს. იმპლანტისა და ტვინის ერთობლივი ელექტრომაგნიტური აქტივობა, შესაბამისს ქცევაზე იმოქმედებს.


ვარაუდობენ, რომ მოწყობილობის გამოყენება ნერვული აშლილობებისა და დეპრესიის დროს სასარგებლო იქნება. ნეიროიმპლანტი უკვე ექვსმა მოხალისემ მოსინჯა.


 

big_banner
არქივი