logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ამას თუ დაამტკიცებთ, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდგები
- +

27 ნოემბერი. 2017. 11:58



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს, თუ ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტია დაამტკიცებს, რომ მას საზღვარგარეთ ანგარიშებზე ფული აქვს განთავსებული.

 

„თუ დაამტკიცებთ, რომ ჩემი ფული საზღვარგარეთ რომელიმე ბანკშია განთავსებული, მე პრეზიდენტის თანამდებობიდან გადავდგები", - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას.


21 ნოემბერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ნათესავები და ახლო გარემოცვა ოფშორებში მდებარე კომპანიებში მილიონობით აშშ დოლარის განთავსებაში დაადანაშაულა.




 

big_banner
არქივი