logo_geo
ამერიკელებმა მარსზე 10 000 ადამიანის განსახლების პროექტი შეიმუშავეს
- +

28 ნოემბერი. 2017. 11:37



მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინჟინერთა და არქიტექტორთა ჯგუფმა კონკურსში „Mars City Design 2017" გაიმარჯვა საცხოვრებელი კომპლექსის პროექტით, რომელიც მარსზე უნდა აშენდეს და 10 000 ადამიანზეა გათვლილი.


ინტერნეტ-გამოცემის Space.com-ის ცნობით, პროექტის სპონსორები არიან აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო და ევროპის კოსმოსური სააგენტო.


პროექტი მარსზე გუმბათოვანი საცხოვრებელი შენობების აგებას ითვალისწინებს. თითოეული გუმბათი დანარჩენ ნაგებობებთან დაცული გვირაბებით იქნება დაკავშირებული. გვირაბები ხის ფესვთა სისტემის მსგავსად იქნება გაყვანილი.


გვირაბები წითელი პლანეტის ზედაპირის ქვეშ გაივლის და დაკავშირებული იქნება სამუშაო და მოსასვენებელ ადგილებთან. ასევე გვირაბებით იქნება შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალებებთან მისვლა.


თითოეული გუმბათოვანი სახლი მაქსიმუმ 50 ადამიანზე იქნება გათვლილი.


პროექტში მოცემული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას ექსტრემალური გარემო პირობებისგან.

 

 

 

 

 

 

 









 

big_banner
არქივი