logo_geo
დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ავადმყოფი ლეკვი“ უწოდა
- +

30 ნოემბერი. 2017. 10:54



აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს „ავადმყოფი ლეკვი" უწოდა. ამის შესახებ გამოცემა „The Hill" იუწყება.


„ჩვენი საგადასახადო რეფორმა უზარმაზარი მხარდაჭერით სარგებლობს, ვინაიდან ეს გადასახადები ამერიკის ეკონომიკისთვის სარაკეტო საწვავი გახდება... პატარა ადამიანი-რაკეტა კი უბრალოდ ავადმყოფი ლეკვია", - განაცხადა ტრამპმა საგადასახადო რეფორმაზე საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ჩრდილოეთ კორეამ მორიგი კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა. ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ ახალ რაკეტას აშშ-ის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევა შეუძლია.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი