logo_geo
ავღანეთის პრეზიდენტი ქალებს ბოდიშს უხდის
- +

4 დეკემბერი. 2017. 00:28



ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ბოდიშს უხდის ქალებს იმ ფრაზის გამო, რომლითაც ქალის ტრადიციულ თავსაბურავს "ჩადრს" შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ BBC წერს.


2 დეკემებრს აშრაფ ღანი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის შესახებაც რამდენიმე ჩინოსანს "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ედება ბრალი. მისი განცხადებით, ვინც ამ ბრალდებაზე ხმამაღლა ლაპარაკობს, შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თუ არა და "დაიხუროს ქალის თავსაბურავი" და გაჩუმდეს.


ეს განცხადება საზოგადოებაში სექსისტურად მიიჩნიეს. სწორედ ამ ფრაზის გამო მოიხადა ავღანეთის პრეზიდენტმა დღეს ბოდიში. მისი ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი ქალთა უფლებების დამცველია და არაერთი ნაბიჯი გადაუდგამს საზოგადოებაში ქალების მდგომარეობის გასამტკიცებლად.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი