logo_geo
რამდენწლიანი პატიმრობა ემუქრება მიხეილ სააკაშვილს?
- +

5 დეკემბერი. 2017. 13:47



საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილის (დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა) საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.  ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად, 256-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, კიევში საცხოვრებელ მისამართზე დააკავეს სააკაშვილი. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის თანდასწრებით დააკავეს. დაგეგმილია გამომძიებლების მიერ მისი დაკითხვა", - ნათქვამია განცხადებაში.


აღნიშნული მუხლი 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავების მიზეზი სააკაშვილის აქციების უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელ ოლიგარქ სერგეი კურჩენკოს მიერ დაფინანსება გახდა. კურჩენკო აშშ-ს, ევროკავშირსა და კანადას „შავ სიაში" ჰყავთ შეყვანილი.


 

big_banner
არქივი