logo_geo
კიევში სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს
- +

5 დეკემბერი. 2017. 13:48



კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს სახლთან სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს.


„პირველი არხის" ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სცადეს თავდასხმა  სპეცრაზმის წევრებზე, რის შემდეგაც ე.წ. წიწაკის აირი გამოიყენეს.


სააკაშვილის მხარდამჭერები ერთმანეთს მოუწოდებენ, არ შეჩერდნენ და სამართალდამცველებს არ მისცენ საშუალება, რომ მანქანა, რომელიც სააკაშვილი ზის, გაიყვანონ ტერიტორიიდან.


მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს, თუმცა მანქანა, რომელშიც ოდესის ყოფილი გუბერნატორი ზის, მხარდამჭერთა წინააღმდეგობის გამო, ვერ ახერხებს ტერიტორიიდან გასვლას.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი