logo_geo
რუსეთის ელჩი გაერო-ში: ზოგჯერ ბავშვებს მტვერს აყრიან, რომ დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ
- +

16 დეკემბერი. 2016. 22:01



ჟურნალისტმა სამუელ ოკფორდმა სოციალურ ქსელ twitter-ზე გაერო-ში  რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადება გამოაქვეყნა.  ჩურკინის განცხადებით, განადგურებული ალეპოს, დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანების ამსახველი ფოტოების ნაწილი ყალბია. ჩურკინმა აღნიშნული სიტყვები უსაფრთხოების სამიტზე წარმოსთქვა.

 

„ნანახი მაქვს და დარწმუნებული ვარ, თქვენც იცით, თუ როგორ იქმნება ზოგჯერ ასეთი ყალბი ამბავი და როგორ აყრიან ბავშვებს მტვერს, რომ ისინი წარმოაჩინონ დაბომბვის მსხვერპლად. შემაძრწუნებელი ცნობებია, თუმცა მათ სჭირდებათ დადასტურება. ჩემს პრაქტიკაში, გაცილებით მშვიდობიან პერიოდში, 1990-იან წლებში, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რათა შექმნილიყო გარკვეული ფსიქოლოგიური კლიმატი. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მსგავსი რამ სირიის შემთხვევაშიც", - აღნიშნა ჩურკინმა.



 

big_banner
არქივი