logo_geo
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება
- +

9 დეკემბერი. 2017. 02:14



ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია უკვე აშუქებს.


The Associated Press-ის ინფორმაციას, ამერიკული Fox News და The New York Times აქვეყნებენ.


„უკრაინამ კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი დააკავა", - იუწყებიან ონლაინგამოცემები.


„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან ოპოზიციაშია და მას განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებს", - აღნიშნულია სტატიაში.


New York Times-ის ინფორმაციაში საუბარია სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც.


მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.


„დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. ეს უკანასკნელი გადავეცით სისხლის სამართლის წარმოების საგამოძიებო ორგანოს. პოლიციის თანამშრომლები კონსტიტუციის მოედანზე კარვების ქალაქის ტერიტორიაზე არ შესულან. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული რამე სახის ზომები არ გატარებულა", - ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.











 

big_banner
არქივი