logo_geo
რამზან კადიროვის 18 წლის შვილმა გროზნოში ეროტიკული თეთრეულის მაღაზია გახსნა
- +

9 დეკემბერი. 2017. 19:49

 

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის შვილმა აიშატმა ქალის ეროტიკული თეთრეულის და აქსესუარების მაღაზია გახსნა.


სექსი ჩეჩნეთში ტაბუდადებული თემაა, ამიტომ მაღაზიის რეკლამირება ძალიან შეზღუდულ წრეებში ხდება.


ბუტიკის Lady A საზეიმო გახსნის ცერემონიალი ნოემბრის ბოლოს გროზნოს ცენტრში შედგა, მიღების შესახებ რამდენიმე პოპულარულ ჩეჩნურ ბლოგზე დაიწერა.


მაღაზიის მფლობელი აიშატ კადიროვი 18 წლისაა. მას აქვს მუსულმანური მოდის სახლი Firdaws, ასევე - მსხვილი საკონდიტრო წარმოება. საკუთარ ბიზნესს კი, ამჯერად, ეროტიკული თეთრეულისა და აქსესუარების მაღაზიაც შემატა.


მაღაზიას „ინსტაგრამზე" დახურული ანგარიში აქვს, ბუტიკში ცნობილი ამერიკული და ევროპული ბრენდების თეთრეული იყიდება.


ჩეჩნეთი ისლამური რეგიონია. სექსი აქ ტაბუდადებულ თემად მიიჩნევა. კაცები არ ეხებიან საკუთარ ცოლებს, თუ მათთან ახლოს სხვა ადამიანიც იმყოფება. მეუღლეები ერთმანეთს სხვების თანდასწრებით არ მიმართავენ სახელებით, ბევრ ოჯახში კი დაქორწინებულები მშობლების თანდასწრებით ერთმანეთს არ ესაუბრებიან.


სექსის შესახებ რესპუბლიკაში საჯაროდ არავინ საუბრობს, ქუჩაში ვერ შეხვდებით ინტიმური აქსესუარების რეკლამას. გროზნოში არის მაღაზიები, სადაც ქალის მაქმანებიანი თეთრეული იყიდება, თუმცა მათი რეკლამირება აკრძალულია.


რამზან კადიროვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის ტრადიციული მუსულმანური ღირებულებების წარმომადგენელია. არაერთხელ გამოვიდა საჯაროდ სკოლებში სექსუალური განათლების წინააღმდეგ. აცხადებს, რომ აუცილებელია ქალები თავშეკავებულად იქცეოდნენ საზოგადოებაში.


2011 წელს მან „კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თამამად ჩაცმული ქალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი