logo_geo
სლოვენიური ჟურნალი მელანია ტრამპს კომპენსაციას გადაუხდის
- +

10 დეკემბერი. 2017. 11:55



სლოვენიურმა ჟურნალმა „სიუზიმ" აშშ-ის პირველ ლედის ბოდიში მოუხადა სტატიის გამო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მელანია ტრამპი თავისი სამოდელო კარიერის დროს მაღალი კლასის ესკორტს ემსახურებოდა.

 

„ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება და ამიტომ ვიხდით ბოდიშს. არ გვინდოდა მისის ტრამპისთვის ტკივილი და შეურაცხყოფა მიგვეყენებინა", - განაცხადეს ჟურნალის წარმომადგენლებმა.


ბოდიშთან ერთად ჟურნალი კომპენსაციასაც გადაიხდის. მელანია ტრამპის ადვოკატი ნატაშა პირს მუსარი ადასტურებს, რომ დავა სასამართლოს გარეშე მოგვარდა, თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობს.


47 წლის მელანია ტრამპი, რომლის ქორწინებამდელი გვარიც კნაუსია, წარმოშობით სლოვენიიდანაა. ის იუგოსლავიაში დაიბადა და 16 წლიდან აქტიურად ჩაერთო სამოდელო საქმიანობაში. ის არაერთხელ გამოჩნდა ისეთი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Harper's Bazaar და Vanity Fair. განსაკუთრებული პოპულარობა მას ჟურნალმა GQ-მ მოუტანა, რომლისთვისაც შიშველ ფოტოსესიაში მონაწილეობდა. მომავალი მეუღლე მელანიამ 1998 წელს ნიუ-იორკში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. ტრამპი და კნაუსი 2005 წელს დაქორწინდნენ. ქორწილის შემდეგ მელანიამ გვარიც შეიცვალა და ცხოვრების სტილიც.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი