logo_geo
ევროპის ქვეყნები, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასებია
- +

10 დეკემბერი. 2017. 22:55



ევროპაში ყველაზე დაბალი ხელფასი უკრაინაშია. ანალიტიკურმა ცენტრმა Texty.org.ua გამოთვალა რამდენს იღებს დასაქმებული ადამიანი ევროპულ ქვეყნებში გადასახადების გადახდის შემდეგ.


გაირკვა, რომ უკრაინაში საშუალო ანაზღაურება დაბეგვრის შემდეგ 190 ევროს შეადგენს. მოლდოვაში საშუალო ხელფასი 216 ევროა, აზერბაიჯანში კი 232.


საქართველო რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, სადაც კვლევის თანახმად, საშუალო ხელფასი 293 ევროა.


ევროპის ქვეყნებში ყველაზე მაღალი ხელფასები შემდეგ ქვეყნებშია: შვეიცარია- 4421 ევრო, ისლანდია- 3440 ევრო და ნორვეგია- 3405 ევრო.








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი