logo_geo
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერა
- +

11 დეკემბერი. 2017. 14:53



მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერა და განაცხადა, რომ თავს ოლიგარქიული რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.


შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლარისა ცოკოლმა სასამართლო პროცესზე შესვენება გამოაცხადა, რათა სააკაშვილს პრესისთვის კომენტარი გაეკეთებინა.


უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს. ამასთან, პროკურატურამ იმ ბინის მისამართი დაასახელა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა სადღეღამისო შინაპატიმრობის 2-თვიანი პერიოდი უნდა გაატაროს. კერძოდ, აღნიშნული ბინის მისამართია: კოსტელნაიას ქუჩა N7, ბინა 32.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი