logo_geo
ირანის პარლამენტი: ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ე.წ. მშვიდობიანი პროცესის კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა
- +

12 დეკემბერი. 2017. 17:10



ირანის პარლამენტმა მუსლიმურ ქვეყნებს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისკენ და აშშ-სთან ეკონომიკური კავშირების მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენ, ისლამური საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები, მოვუწოდებთ ყველა მუსლიმურ ქვეყანას, რაც შეიძლება სწრაფად გაწყვიტონ დიპლომატიური ურთიერთობები სიონისტურ რეჟიმთან და მინიმუმამდე დაიყვანონ აშშ-სთან ეკონომიკური კავშირები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს 235 დეპუტატი.


ირანელი კანონმდებლების განცხადებით, აშშ-მ საკუთარი გადაწყვეტილებით „ახლო აღმოსავლეთში ე.წ. მშვიდობიანი პროცესის კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა".


შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.









 

big_banner
არქივი