logo_geo
ბარაქ ობამა: ეს რომ რონალდ რეიგანს გაეგო, საფლავში გადატრიალდებოდა...
- +

17 დეკემბერი. 2016. 10:50

 

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკელი" რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო თუ რამდენი „რესპუბლიკელი" უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს.  ამის შესახებ გამოცემა Business Insider წერს.

 

„არჩევნების შემდეგ კვლევა ჩატარდა, რომელშიც დავინახეთ, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების 37% მხარს უჭერს პუტინს. რესპუბლიკელი ამომრჩევლების 1/3-ზე მეტი მხარს უჭერს პუტინს, "კა-გე-ბე"-ს ყოფილ თანამშრომელს. რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა.

 

ზოგიერთები, ვინც მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ რუსეთს ვესაუბრებოდი, ასევე მხარი დაუჭირეს არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა, რომ შეაჩერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პუტინთან ერთად იმუშავებს", - განაცხადა ბარაქ ობამამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი