logo_geo
დონალდ ტრამპი: „მწვანე ბარათის“ სისტემა უნდა გაუქმდეს
- +

16 დეკემბერი. 2017. 11:06



აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მწვანე ბარათით" აშშ-ში ქვეყნების საუკეთესო წარმომადგენლები არ ჩადიან და შესაბამისად, ეს სისტემა უნდა გაუქმდეს.


„არსებობს აშშ-ში მოხვედრის ასეთი საშუალება, სავიზო ლატარეა. ფიქრობთ, ეს ქვეყნები თავიანთ საუკეთესო წარმომადგენლებს გვიგზავნიან? არა, ისინი თავიანთ ცუდ წარმომადგენლებს გვიგზავნიან.

აშშ-ს კონგრესმა უნდა გააუქმოს სავიზო ლატარეა და ჯაჭვური მიგრაცია. ჩვენ გვჭირდება იმიგრაციის ისეთი სისტემა, რომელიც პირველ რიგში, ამერიკელი ოჯახების, ამერიკელი გადამხდელებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებებს ითვალისწინებს.

ბოლო თვეების განმავლობაში ტერორისტებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ნიუ-იორკზე და რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი აშშ-ში სავიზო ლატარეის სისტემის მეშვეობით მოხდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 







 

big_banner
არქივი