logo_geo
საჩუქრების მაღაზიიდან გაგდებული ირემი 30 წუთში თავის ოჯახთან ერთად დაბრუნდა
- +

16 დეკემბერი. 2017. 20:19



ლორი ჯონსს კოლორადოში საჩუქრების მაღაზია აქვს.


ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, მაღაზიაში სტუმრების რიცხვი იზრდება, თუმცა ჯონსს ერთ დღეს უცნაური სტუმარი ეწვია - ირემი.


ჯონსი მუშაობდა, როდესაც მაღაზიაში ირემი შევიდა და სათვალეების განყოფილებასთან მივიდა.


„ეს ძალიან სახალისო იყო. ირემი სათვალეებსა და ჩიფსებს უყურებდა. ძალიან ბევრი ვიცინე", - თქვა მაღაზიის მფლობელმა.


ლორი ჯონსი დარწმუნებული იყო, რომ ცხოველს გზა აერია და ამიტომ არაქისის კარაქის დახმარებით ის გარეთ გაიყვანა, თუმცა ჯონსი შეცდა.


„30 წუთის შემდეგ ირემი კვლავ მოვიდა, მთელ ოჯახთან ერთად. მე ვმუშაობდი, როდესაც დავინახე იგივე ირემი, სამ სხვა ირემთან ერთად მოვიდა. ისინი თითქოს ნებართვას ითხოვდნენ შემოსვლაზე, რაზეც მე უარით ვუპასუხე. ძალიან სასაცილო იყო", - თქვა ლორი ჯონსმა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი