logo_geo
ქალი საკუთარ ჭაღზე დაინიშნა
- +

19 დეკემბერი. 2017. 00:43

 

 

ამანდა ლიბერთიმ ჭაღი გასულ წელს „იბეიზე" 400 ფუნტად იყიდა. ლიბერთის თქმით, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ქალი ამტკიცებს, რომ ჭაღს, სახელწოდებით ლიუმერს, ხელი ვალენტინის დღეს სთხოვა.

 ამანდას კოლექციაში სულ 25 ჭაღია. ქალი მზად არის, ლიუმერის წინაშე ყველა ვალდებულება იკისროს, მაგრამ კოლექციის სხვა ნივთებთან  თავისუფალ ურთიერთობაზე უარის თქმას არ აპირებს.

 „ჩემი ჭაღებიდან არცერთი ეჭვიანობს..მათ ესმით, რომ ყველა მიყვარს. მაგალითად, ვკოცნი ლიუმერს, თუმცა მძინავს ჯიუელთან, რადგან ის მყუდროა.

 ჭაღებისადმი სიყვარულის გამო ზიანს არავის ვაყენებ. უბრალოდ, გულის ხმას ვუსმენ, - ამბობს ამანდა.

 მისი თქმით, პირველად 14 წლის ასაკში დასარტყამი ინსტრუმენტი შეუყვარდა. წლების შემდეგ გრძნობა თავისუფლების ქანდაკების მიმართ გაუჩნდა. ამასთან დაკავშირებით გვარიც კი შეიცვალა და ამანდა დიდ პოლის ნაცვლად ამანდა ლიბერთი, იგივე თავისუფლება გხდა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი