logo_geo
ზიმბაბვეს 92 წლის პრეზიდენტი ახალი საპრეზიდენტო ვადისთვის ემზადება
- +

17 დეკემბერი. 2016. 22:10





Associated Press-ის ინფორმაციით, ზიმბაბვეს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში 92 წლის მოქმედი პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს კანდიდატურის ახალი ვადით წამოყენებას გეგმავს.


პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა იგნატიუს ჩომბომ მუგაბეს მმართველობას „სიბრძნის და ერთიანობის" მაგალითი უწოდა. მის კანდიდატურას ამ კვირაში განიხილავენ.


სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები 2018 წელს ჩატარდება.


მუგაბე ქვეყანას 1980 წლიდან მართავს. უკანასკნელად საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს ჩატარდა. 


 

big_banner
არქივი