logo_geo
ყირიმში ახალშობილ ბავშვს ბიტკოინი დაარქვეს
- +

21 დეკემბერი. 2017. 10:51


ყირიმში ახალშობილ ბავშვს ძირითადი კრიპტოვალუტის პატივსაცემად ბიტკოინი დაარქვეს. ამის შესახებ ყირიმის ადგილობრივი მედია იუწყება.


ბავშვის მამა, 31 წლის ოლეგი ამბობს, რომ სახელი ბიტკოინი შემთხვევით არ შეურჩევია. ამგვარად, მან კრიპტოინდუსტრიას მხარი დაუჭირა და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა. ოლეგის სიტყვებით, მან და მისმა ოჯახმა მადლობა უნდა გადაუხადონ ბიტკოინს ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.


გარდა ამისა, მან უკვე მომდევნო შვილებსაც მოუფიქრა სახელები. თუკი წყვილს გოგო შეეძინება, ერთ-ერთი კრიპტოვალუტის Dash-ის პატივსაცემად დაშას, ხოლო თუკი შემდეგი შვილი კვლავ ბიჭი იქნება, მას ბიტკოინის მითიური შემქმნელის - სატოშის სახელს დაარქმევენ.


ბიტკოინი ოლეგის ძე 3 კგ დაიბადა და სრულიად ჯანმრთელია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი