logo_geo
იენს სტოლტენბერგი: სირიაში NATO-ს სამხედრო ინტერვენციამ შესაძლოა მსხვერპლთა რაოდენობა გაზარდოს
- +

18 დეკემბერი. 2016. 13:51



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოცემა „Bild am Sonntag"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტში NATO-ს ინტერვენცია ვითარების ესკალაციას გამოიწვევს.


„სირიაში არსებულ საშინელ ჰუმანიტარულ კატასტროფას თვალს ვადევნებთ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.


იენს სოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენება „ისედაც საშინელ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს."


„სირიის კონფლიქტში NATO-ს სამხედრო ინტერვენციამ შესაძლოა უფრო დიდი რეგიონალური კონფლიქტი ან სამოქალაქო მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვიოს. თუ ყველა პრობლემასა და ჰუმანიტარულ კატასტროფას სამხედრო ძალის გამოყენებით ვუპასუხებთ, მსოფლიოში კიდევ უფრო მასშტაბური ომები და ტანჯვა იქნება", -განაცხადა სტოლტენბერგმა.





 

big_banner
არქივი