logo_geo
ევროპაში ტერორისტების პროპაგანდისტული საქონელი გამოჩნდა
- +

18 დეკემბერი. 2016. 15:18



გერმანიაში მუსლიმანური მაღაზიები მომრავლდა, სადაც ის საქონელი იყიდება, რასაც ტერორისტული ორგანიზაციების წევრები ხშირად მოიხმარენ. მათ შორის, საბავშვო ხიჯაბი. ამ სამოსს, რომელიც მთლიანად ფარავს სხეულს და სახეს, როგორც წესი, მუსლიმი ქალები ატარებენ.


გერმანიაში მცხოვრები მუსლიმური ორგანიზაციის ლიდერები აცხადებენ, რომ ამ ტანსაცმელმა შესაძლოა ბავშვებს მავნე, რადიკალური შეხედულებები გაუჩინოს. ადგილობრივი ქურთული დიასპორის ხელმძღვანელი ჯახიდ ბაშარი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნებზე ხიჯაბის გაყიდვა, ან მათზე, ვინც სამოსს ბავშვებისთვის შეიძენს, სისხლის სამართლის დანაშაულია.

 

„მე ვთხოვ, ადგილობრივ ხელისუფლებას, აღმოფხვრას მსგავსი პრაქტიკა", - აცხადებს ის.


ბერლინში, ნოიეკიოლნის რაიონში, ერთ-ერთმა ქალბატონმა ბეჭედიც შეიძინა, რომელზეც ამოტვიფრული იყო წარწერა - „მუჰამედი - ალაჰის წინასწარმეტყველი".


უცხოური მედია წერს, რომ ეს ციტატა კავშირშია „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებთან. შავი დროშა, სადაც ეს სიტყვებია მოცემული ISIS-ის წევრების მთავარი სლოგანია და ის დღეს ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აკრძალულია, მათ შორის გერმანიაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბეჭედი ამ ციტატით თავისუფლად იყიდება ბერლინის ცენტრშიც კი.


ექსპერტი ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, დუგლას უიკი მიიჩნევს, რომ მუსლიმურ მაღაზიაში ასეთი საქონლის არსებობა, შეიძლება სხვადასხვანაირად აღვიქვათ:


„მისი მეპატრონეები ISIS-ის, ან სხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ სიმპათიას გამოხატავენ, ან რომელიმე ასეთი ორგანიზაციის წევრები არიან."


ქურთული დიასპორის ხელმძღვანელს კი მიაჩნია, რომ გერმანიაში მცხოვრებმა პროგრესულად მოაზროვნე მუსლიმანებმა მკვეთრი პოზიცია უნდა გამოხატონ.


„ისინი ან ემხრობიან რადიკალურ ისლამს, ან ლიბერალური ევროპული საზოგადოების წევრები არიან", - აცხადებს ჯახიდ ბაშარი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი