logo_geo
ბრედ პიტი: ნუ გაიმეორებთ ჩემს 18 შეცდომას - მეტი გონიერება რომ გამომეჩინა, ის ჩემგან არ წავიდოდა
- +

30 დეკემბერი. 2017. 00:03



საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბრედ პიტი რჩევებს გასცემს, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოთ მტკიცე ქორწინება, სიყვარული და ვნება.


ანჯელინა ჯოლისთან 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ რაღაც არასწორად განვითარდა - თუ რა კონკრეტულად, ამაზე ახლა ვისაუბრებთ.


აი, 18 რჩევა ადამიანისგან, რომელიც ქორწინებაში იყო და იცის რაზე საუბრობს.


1. არასდროს შეწყვიტოთ თქვენს ცოლზე ზრუნვა - არასოდეს მიიღოთ ის, როგორც სავალდებულო. ქალის გული ყველაზე ღირებული საგანძურია, რასაც ოდესმე განდობენ. გაუფრთხილდით მის სიყვარულს. ნუ დაგეზარებათ საყვარელი ქალისთვის გრძნობების გამოხატვა.

 

2. გაუფრთხილდით საკუთარ გულს გიყვარდეთ საკუთარი თავიც, მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. გულში დაიტოვეთ ადგილი, რომელსაც ვერავინ მიწვდება, გარდა თქვენი ცოლისა.

 

3. კვლავ და კვლავ შეიყვარეთ ცოლი - თქვენ აუცილებლად შეიცვლებით. ვერ იქნებით ისეთი, როგორიც 10 წლის წინ იყავით. თავიდან მოგიხდებათ სხვა ადამიანის შეყვარება. ის ვალდებული არ არის, სამუდამოდ თქვენთან დარჩეს. თუ უყურადღებობას გამოიჩენთ მის მიმართ, სხვას შეიყვარებს. ამიტომ უყურეთ მას ისე, როგორც პირველ პაემანზე უყურებდით.


4. ყურადღება მის საუკეთესო თვისებებზე გადაიტანეთ - ნუ ჩაიციკლებით მის უარყოფით თვისებებზე. ხშირად გაამახვილეთ ყურადღება მის ღირსებებზე - ასე თქვენი სიყვარული არ განელდება.


5. არ სცადოთ მისი ღალატი - გიყვარდეთ ისეთი, როგორიც არის. მაშინაც კი, თუ ის შეიცვალა, შეიყვარეთ მისი ახალი პიროვნული მახასიათებელი, მოგწონთ ის, თუ არა.

 

6. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ - თქვენი გაბედნიერება მხოლოდ მისი სამსახური არ არის. ძალისხმევა არც თქვენ უნდა დაზოგოთ, რომ ბედნიერებით, სიხარულითა და სიყვარულით აავსოთ.

 

7. არასოდეს დაადანაშაულოთ ცოლი, თუ თქვენ... - განაწყენებული ან მასზე გაბრაზებული ხართ. ეს თქვენი ემოციები და თქვენი პასუხისმგებლობაა.


8. უბრალოდ მის გვერდით იყავით - როცა მოწყენილი და ცუდ ხასიათზეა - თქვენი ვალია მისი თანადგომა. უნდა აუხსნათ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ მისი გესმით და თქვენ ხართ ის მხარი, რომელსაც ყოველთვის დაეყრდნობა.


9. ნუ იქნებით ძალიან სერიოზული და მკაცრი - ხშირად გაიცინეთ, არა მხოლოდ სხვებზე, საკუთარ თავზეც. აიძულეთ გაცინება მასაც. სიცილი ნებისმიერ პრობლემას შეამსუბუქებს.


10. მიაქციეთ საკმარისი ყურადღება - როცა მის გვერდით ხართ, სხვაზე არაფერზე იფიქროთ. მოექეცით ისე, როგორც ყველაზე ღირებულ კლიენტს, მგზავრს, მეგობარს მოექცეოდით.

 

11. ნუ იქნებით სულელი - თქვენ ბევრ შეცდომას დაუშვებთ. მნიშვნელოვანია მათზე ისწავლოთ და მომავალში აღარ დაუშვათ. რა თქმა უნდა, სრულყოფილი არ ხართ, უბრალოდ ეცადეთ ხშირად არ გამოიწვიოთ მისი აღშფოთება.


12. მას უნდა ჰქონდეს საკუთარი სივრცე -  ქალი ყველაფერს გასცემს ოჯახისთვის, ქორწინებისთვის, შვილებისთვის, ამიტომ მას სჭირდება დრო და ცოტაოდენი საკუთარი სივრცე, ძალების აღსადგენად. კარგი დასვენებითა და განმარტოებით გატარებული დროის შემდეგ, ის უფრო ენერგიული და შთაგონებული დაბრუნდება.


13. იყავით მგრძნობიარე - გაუზიარეთ ცოლს საკუთარი შიშები და გრძნობები, ისწავლეთ საკუთარი შეცდომების აღიარება.


14. იყავით გულწრფელი - თუ მისი ნდობის მოპოვება გსურთ, მზად იყავით, გაუზიაროთ ყველაფერი, განსაკუთრებით კი ის, რასაც დიდი ხანი მალავდით. დიდი ვაჟკაცობაა საჭირო, რომ საყვარელ ქალს გული გადაუშალოთ. გამოიჩინეთ ეს ვაჟკაცობა და ის კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებთ.

 

15. გაიზარდეთ ცოლთან ერთად - თქვენი კუნთები მოდუნდება, თუ მათ არ გამოიყენებთ. იგივე ხდება ურთიერთობაშიც, თუ მასზე არ მუშაობთ.


16. ფულზე ზედმეტად ნუ იღელვებთ - გახსოვდეთ, თქვენ ერთ ჯგუფში თამაშობთ. ნუ აღუდგებით ერთმანეთს. გამარჯვებისთვის გაერთიანდით და პირველობისთვის ნუ იბრძოლებთ.


17. წყენას ნუ შეინახავთ ნუ მისცემთ წარსულს უფლებას, გავლენა მოახდინოს მომავალზე. ნუ იქნებით წარსული წყენებისა და შეცდომების ტყვე. ეს გასაქანს არ მოგცემთ. ნუ დააგროვებთ უარყოფით გრძნობებს, აირჩიეთ მხოლოდ სიყვარული.


18. ყოველთვის არჩიეთ სიყვარული - საბოლოოდ ეს ერთადერთი რჩევაა, რაც უნდა გაითავისოთ. არაფერი ემუქრება თქვენს ბედნიერებას, თუ ამ პრინციპს გაითვალისწინებთ.


ქორწინება ჰეფი-ენდი არ არის, არამედ მძიმე შრომაა. ქორწინება თავად ცხოვრებაა, მისი ამაღლებებითა და დაცემით. ყოველდღე თავიდან უნდა შეიყვაროთ, განაგრძოთ ურთიერთობის შენება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი