logo_geo
ანტონ ჩეხოვის სიკვდილის მიზეზი დასახელდა
- +

7 იანვარი. 2018. 02:44



დიდი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები. მათი დასკვნის შესახებ The Times-ი წერს.


მწერალი 1904 წლის 1 ივლისს, გერმანიის კურორტ ბადენვაილერის სასტუმროში გარდაიცვალა. მანამდე სიკვდილის შესაძლო მიზეზად გულის შეტევას ასახელებდნენ. ერთ-ერთი ვერსია იყო ასევე ტუბერკულოზი.


გამოცემა წერს, რომ მკვლევრებმა მწერლის მაისურს დეტალური ქიმიური ანალიზი ჩაუტარეს და ამტკიცებენ, რომ დიდი ალბათობით სიკვდილის ნამდვილი მიზეზი დაადგინეს. მაისურზე ლაქები, გარდა ტუბერკულოზის ბაქტერიებისა, ცილოვან ნივთიერებებსაც შეიცავს. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს მოწმობს თრომბის განვითარების, სისხლძარღვების დაზიანების და ტვინში სისხლის ჩაქცევის შესახებ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი