logo_geo
შექმნეს ველოსიპედი, რომელიც წყალში და წყლის ზედაპირზეც თავისუფლად დაცურავს
- +

7 იანვარი. 2018. 15:00


კომპანიამ „Manta5", რომელიც ახალ ზელანდიაშია დაფუძნებული, შექმნა თანამედროვე ველოსიპედი, რომელიც ისევე თავისუფლად დადის წყალში, როგორც ხმელეთზე.


Hydrofoiler XE-1 ეს არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი წყალქვეშა ველოსიპედი, რომელიც წყალში და წყლის ზედაპირზეც გადაადგილდება.


მისი მართვის სწავლას დაახლოებით იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც ჩვეულებრივ ველოსიპედს. იდეის ავტორების თქმით, ველოსიპედს აქვს მარტივი დიზაინი, მისი აწყობა და ტრანსპორტირება მარტივია. წყლის ველოსიპედს აქვს 400 ვატიანი ძრავი, რაც გადაადგილებისთვის საკმარისი მამოძრავებელი ძალაა.


Hydrofoiler XE-1 აერთიანებს ელექტრო ძრავის და წყალქვეშა გემის ფრთის სისტემას, რის შედეგადაც მიიღება დახვეწილი ულტრათანამედროვე ველოსიპედი. ველოსიპედს 70-100 კილოგრამის გაძლება  და 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.


როდესაც თქვენ სატერფულს ამოძრავებთ, ველოსიპედის ფრთების მეშვეობით წლის ზედაპირზე ამოდის. წყლის ველოსიპედით ცურვა შეგიძლიათ როგორც ტბაზე, მდინარეზე, ასევე ზღვაში და ოკეანეში.


ველოსიპედის ფასი 7,495 დოლარია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი