logo_geo
პაკისტანს 2025 წლისთვის გვალვა ემუქრება
- +

8 იანვარი. 2018. 15:56



ექსპერტების ვარაუდით, პაკისტანს 2025 წლისთვის გვალვა ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.


პროგნოზი პაკისტანის წყლების რესურსების კვლევის საბჭომ გააკეთა. ორგანიზაციის ვარაუდით, წყლის რაოდენობამ 1990 წელს საგრძნობლად დაიკლო.


ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, აუცილებელია, მოიძებნოს სასწრაფო გამოსავალი. თუმცა მთავრობას საკმარისი თანხის მოძიება არ შეუძლია.


პაკისტანი წყლის მოხმარების მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხეა, თუმცა დამოკიდებულია ერთადერთ წყაროზე - მდინარე ინდუსზე. ქვეყნის ტერიტორიაზე სულ უფრო იკლებს წვიმის სიხშირე, ექსპერტების აზრით, მიზეზი კლიმატის ცვლილებაა.


პაკისტანის ყველაზე დიდ ქალაქში, კარაჩიში დაახლოებით მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ონკანის წყალი მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი. ათობით ათასი ადამიანი წყლის მისაღებად საათობით დგას რიგში.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი