logo_geo
ავღანეთში სახელისუფლებო ძალებმა 72 ტერორისტი გაანადგურეს
- +

9 იანვარი. 2018. 13:05



ავღანეთში სახელისუფლებო ძალებმა დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად სულ მცირე 72 ტერორისტი გაანადგურეს, 17 დაჭრეს და 3 დააკავეს.


არსებული ინფორმაციით, ასევე განადგურებულია ტერორისტების 6 ავტომობილი და 4 მოტოციკლი, აღმოჩენილია იარაღის რამდენიმე სამალავი.


სპეცოპერაციები ნანგარჰარის, ლაღმანის, ლოგარის, ღაზნის, მაიდან-ვარდაკის, ნიმრუზის, ფაქთიკას, უროზგანის, ყანდაარის, ფარაჰის, ზაბულის, ყუნდუზისა და ჰელმანდის პროვინციებში ჩატარდა.


 

big_banner
არქივი