logo_geo
სპეციალურმა პროკურორმა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დონალდ ტრამპი დაკითხოს
- +

9 იანვარი. 2018. 13:05



სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მუელერმა, შესაძლოა, უახლოესი კვირების განმავლობაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას მისი საარჩევნო შტაბის რუსეთთან კავშირებთან დაკავშირებით დაკითხოს.


გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, თავად დონალდ ტრამპი სპეციალურ პროკურორთან შეხვედრასთან დაკავშირებით არ ნერვიულობს და თვლის, რომ ამის შემდეგ წერტილი დაესმება მის საარჩევნო შტაბსა და კრემლს შორის კავშირების განხილვას.


ამასთან, როგორც ცნობილია, თეთრი სახლი ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.


„თეთრი სახლი არ აკეთებს კომენტარს სპეციალური პროკურორის ოფისთან კავშირების შესახებ. თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობს პროკურორთან, რათა წვლილი შეიტანოს ყველა არსებული საკითხის დროულად გადაჭრაში", - ნათქვამია დონალდ ტრამპის იურისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

big_banner
არქივი