logo_geo
ჟურნალისტი ვიქტორ ტოპალერი 59 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

13 იანვარი. 2018. 22:03



ნიუ-იორკში ცნობილი ჟურნალისტი და რეჟისორი ვიქტორ ტოპალერი 59 წლისა გარდაიცვალა. ისრაელისა და აშშ-ის მსხვილი რუსულენოვანი მედიასაშუალებების თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ვაჟმა, ალექსეი ტოპალერმა გაავრცელა.


ირკვევა, რომ ჟურნალისტი რამდენიმე თვის განმავლობაში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა.


ტოპალერი 1958 წელს მოსკოვში დაიბადა. ის ისრაელში 1990 წელს წავიდა. 2000-იანების დასაწყისში ტოპალერი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც RTVI-სთან თანამშრომლობდა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი