logo_geo
დონალდ ტრამპმა პორნო ვარსკვლავს დუმილისთვის 130 000 დოლარი გადაუხადა
- +

14 იანვარი. 2018. 00:05



2016 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ტრამპმა პორნო ვარსკვლავს, სტეფან კლიფორდს $130,000 გადაუხადა, რათა წყვილის სექსუალურ ურთიერთობა საჯაროდ ცნობილი არ გამხდარიყო. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.


ჟურნალმა შეძლო, მოეპოვებინა დოკუმენტი ტრამპის ორგანიზაციიდან, სადაც ამჟამინდელი პრეზიდენტის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირი, მაიკლ კოენი ხელს აწერს ვინმე სტეფან კლიფორდისთვის $130 000-ის გადარიცხვას. დოკუმენტს ხელი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით მოეწერა.


სტატიაში ვკითხულობთ, რომ კლიფორდმა ტრამპი 2006 წლის ივლისში, გოლფის ტურნირზე გაიცნო. როგორც ცნობილია, პორნო ვარსკვლავი ტრამპთან ურთიერთობის დეტალებზე პირად საუბრებშიც ჰყვებოდა.


პრეზიდენტის ადვოკატი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.


ცნობისთვის, 5 იანვარს, დონალდ ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნი, "ცეცხლი და მრისხანება: ტრამპის თეთრ სახლში", გამოვიდა. პრეზიდენტის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სასამართლოს ცილისწამების ბრალდებით მიმართონ.


წიგნში გამოთქმული მოსაზრებების გამო, ტრამპმა Twitter-ზე რამდენიმე სტატუსი დაწერა, მათ შორის საკუთარ მენტალურ შესაძლებლობაზეც, რომელიც წიგნში გაკრიტიკებულია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი