logo_geo
რაზე ისაუბრეს ერდოღანმა და პუტინმა ელჩის მკვლელობის შემდეგ?
- +

20 დეკემბერი. 2016. 01:41


 


CNN Turk-ი twitter-ის გვერდზე იტყობინება, რომ ანკარაში, თურქეთში რუსეთის ფედერაციის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაურეკა.


თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ერდოღანმა პუტინს ელჩის მკვლელობის საკითხზე დაურეკა. სატელეფონო საუბრის დეტალები უცნობია.


შეგახსენებთ, რომ რუს დიპლომატს თავს ანკარაში ფოტოგამოფენაზე დაესხნენ. მიღებული ჭრილობების შემდეგ ანდრეი კარლოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდამსხმელი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.


 

big_banner
არქივი